четверг, 18 декабря 2008 г.


სამკურნალო მცენარეები


პროექტის სახელი
:სამკურნალო მცენარეები /მწვანე აფთიაქი/
პროექტის მოკლე აღწერა:ამეთანხმებით , რომ ხალხურ მედიცინას (მცენარეული ნედლეულისაგან დამზადებული სამკურნალო პრეპარატები) საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს სინთეზური ქიმიის ნაწარმთან შედარებით.ამიტომ, ვეცადოთ მეტი გავიგოთ სამკურნალო მცენარეების შესახებ, მათ გამოყენებაზე...
პროექტის სრული აღწერა:თანამედროვე სამედიცინო მრეწველობა მრავალგვარ წამალს ამზადებს მეტწილად ისეთი ნივთიერებებისაგან,რომლებიც ქიმიური სინთეზის გზით მიიღება . ფართოდ გამოიყენება აგრეთვე მცენარეული ნედლეულისაგან დამზადებული სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც გარკვეული უპირატესობა აქვთ სინთეზური ქიმიის ნაწარმთან.
სამკურნალო ნედლეულის ბაზაა ველურად მზარდი და კულტივირებული სახეობები. საქართველოში 5000-ზე მეტი ველურად იზრდება, ხოლო კულტურული ჯიშები 50-ს არ აღემატება. აუცილებელია ვიცოდეთ სამკურნალო მცენარეთა გავრცელების არეალები, მისი ბიოლოგია, ზრდა-განვითარების პერიოდები და დამზადების ვადები. ამასთან ნედლეული ისეთ დროს და იმგვარად უნდა ავიღოთ, რომ არ გამოიწვიოს მარაგის გაჩანაგება.
პროექტით დაინტერესებულ მოსწავლეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ საჭირო ცნობები ზოგიერთ სამკურნალო მცენარეებზე.მათი შეგროვების საკითხებზე და საოჯახო პირობებში წამლის დამზადებაზე. პარალელურად შეიქმნება ჰერბარიუმი ამ მცენარეებისაგან. რადგანაც მცენარეთა ყვავილობის პერიოდი ზაფხულშია, ჰერბარიუმებიც შეიძლება ამ პერიოდში დამზადდეს, ხოლო ინფორმაციის შესაგროვებლად ალბათ საკმარისი იქნება 1-2 თვე. ვინ იყო ფანასკერტელი და ა.შ.
მონაწილეთა ასაკი/ კლასებ:12-14 წწ. , 15-16 წწ. ./VII-IX კლ./
ვადები/ ხანგრძლივობა
:ინფორმაციის შეგროვებისათვის 1-2 თვე, ხოლო ჰერბარიუმების დამზადება მოხდება ზაფხულში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტში მონაწილე მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ან სოფელში არსებულ სამკურნალო მცენარეებს და ერთმანეთს უზიარებენ მოპოვებულ მასალებს.ეცნობიან თუ როდის უნდა შეგროვდეს სამკურნალო მცენარეები, რა ნაწილი უნდა აიღონ მისგან , რომელიც სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს,ე.ი. შეიცავს მოქმედ ნივთიერებათა დიდ რაიდენობას, თანაც ისეთ ვადებში, რომ გამრავლებაში ხელი არ შეუშალონ მცენარეს.
ამ პროექტში მოსწავლეები ივითარებენ მეცნიერულ ცოდნას, რომლითაც შეუძლიათ პოზიტიური წვლილის შეტანა ჯანსაღი პლანეტის შენებაში. მათ უვითარდებათ კვლევის , შედარების, ანალიზის უნარ-ჩვევები.
პროექტით შეიქმნება სამკურნალო მცენარეთა კატალოგი, ჰერბარიუმი.
სამუშაო ენა: ქართული ენა.
კავშირი საგნებთან: ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ამ პროექტის განხორციელების შედეგად მისაღწევი შედეგები იქნება:
ბიოლოგიაში-ბუნ.VII.2 მოსწავლე ახასიათებს ორგანიზმების მრავალფეროვნებას;
ბუნ. VII 3. მოსწავლე ახასიათებს ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ შორის არსებულ კავშირებს;
ქიმია---ბუნ. VII 9. მოსწავლე აღწერს ნივთიერებათა თვისებებს და მსჯელობს მათი ცვლილებების შესახებ;
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლელა მანჯავიძე;
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: gvanculiko@gmail.com
პროექტის მისამართი:http://samkmcenareebi.blogspot.com